ავტორიზაცია
pti TariRis gamoTvla

შესაძლებელია ტექინსპექტირებაზე ავტომობილი წარადგინოს მესამე პირმა და აუციებელია მან იქონიოს ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა(ტექ.პასპორტი) ან მისი ასლი.

მოხმარებელმა უნდა წარადგინოს ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა(ტექ.პასპორტი) ან მისი ასლი

ჩვენთან ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც ნაღდი (PAY BOX), ასევე საბანკო ანგარიშსწორებით/ბარათით. ასევე თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ ვიზიტი და გადაიხადოთ საფასური PTI.GE-ს მეშვეობით

ტექინსპექტირების პროცესი უნდა მოიცავდეს მინიმუმ ქვემოთ ჩამოთვლილ ელემენტებს:
1. სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია;
2. სამუხრუჭო აღჭურვილობა;
3. საჭით მართვის სისტემა;
4. ხილვადობაა;
5. ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა;
6. ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება;
7. შასი და მისი შემადგენლები;
8. სხვა მოწყობილობები;
9. უარყოფითი ზემოქმედება;
10.დამატებითი ინსპექტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის;

უმნიშვნელო
როდესაც ავტომობილს ინსპექტირების შემდეგ დაუდგინდება მხოლოდ უმნიშვნელო ხარვეზი, ამ შემთხვევაში, ინსპექტირების სტატუსი არის დადებითი და უმნიშვნელო ხარვეზის გამოსწორების ვადა განისაზღვრება მომდევნო ინსპექტირების თარიღამდე.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო ინსპექტირებაზე ავტომობილს დაუდგინდა იგივე "უმნიშვნელო" ხარვეზი, მისი სტატუსი შეიცვლება როგორც მნიშვნელოვანი.

მნიშვნელოვანი
როდესაც ავტომობილს ინსპექტირების შემდეგ დაუდგინდება მნიშვნელოვანი ხარვეზი მოცემულ შემთხვევაში, ავტომობილის მფლობელს ეძლევა ხარვეზის აღმოსაფხვრელად 30 კალენდარული დღე. მოცემულ ვადაში განმეორებითი ინსპექტირება არის უფასო

სახიფათო
როდესაც ავტომობილს ინსპექტირების შემდეგ დაუდგინდება სახიფათო ხარვეზი მოცემულ შემთხვევაში, მოცემულ შემთხვევაში, ავტომობილს ეკრძალება გზაზე გადაადგილება და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ვადა განესაზღვრება 30 კალენდარული დღე.

ლამბდას კოეფიციენტზე მოწმდება ავტომობილი, რომელიც ქვეყანაში პირველად დარეგისტრირდა 2020 წლის 1 აპრილიდან.

ბენზინის ძრავიანი ავტომობილები კატალიზატორული კონვერტორის ქარხნულად არსებობის შემთხვევაში, CO-ს ნორმა არის 0,7%;
ხოლო 2020 წლის 1 აპრილის შემდგომ საქართველოში პირველად რეგისტრირებული ავტომობილებისთვის ძრავას უქმ სვლაზე თავისუფალ ბრუნზე – 0,5% და ძრავას უქმ სვლაზე დატვირთული ბრუნით – 0,3%; კატალიზატორული კონვერტორის ქარხნულად არ არსებობის შემთხვევაში:
იმ ავტომობილებისთვის, რომელიც რეგისტრირებულია ან გაშვებულია ექსპლუატაციაში 1987 წლამდე ან ჩათვლით – 4,5 %-ს;
იმ ავტომობილებისთვის, რომელიც რეგისტრირებულია ან გაშვებულია ექსპლუატაციაში 1987 წლის შემდეგ – 3.5 %-ს;

დიზელის ძრავიანი ავტომობილები
ჩვეულებრივი დიზელის ძრავებისთვის 2.5 M-1
დიზელის ძრავებისთვის ტურბოჩაბერვით 3.0 M-1
ის დიზელის ძრავიანი ავტომობილები, რომლებიც ექსპლუატაციაში შევიდნენ, 1980 წლის 1 იანვრამდე, არ ექვემდებარებიან გამონაბოლქვზე შემოწმებას.

თუ თქვენს ავტომობილს არ შესრულებია 4 წელი, ჯერ არ უწევს ტექინსპექტირება. თუ თქვენ ავტომობილს უკვე შეუსრულდა 4 წელი, მაგრამ ჯერ არ გამხდარა 8 წლის, მაშინ ორ წელიწადში ერთხელ დასჭირდება ინსპექტირება.ხოლო თუ თქვენი ავტომობილი უკვე 8 წლის გახდა, მაშინ ინსპექტირების გავლა ყოველ წელს დაგჭირდებათ. თუ თქვენი ავტმობილი არის “ტაქსი” ამ შემთხვევაში, ტექინსპექტირება სავალდებულოა 6 თვეში ერთხელ.

ინსპექტირება დადებითად გაივლის თუ დაზიანება არ არის წარმოდგენილი მინამწმენდის არეში ან მინამწმენდის არეში წარმოდგენილი წერტილოვანი დაზიანებები რადიუსით არ აღემატება 5მმ-ს, დაზიანების ხარისხს აფასებს ინსპექტორი

პირველ რიგში საჭირო არის გაზის ბალონის ვარგისობის დოკუმენტი, რომელიც გაიცემა გაზის ბალონის ინსპექტირების აკრედიტირებულ ცენტრებში. აღნიშნულ დოკუმენტს წარადგენთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ პტი ცენტრში ავტომიბილის ტექინსპექტირებისას. იმ შემთხვევაში თუ პტი ცენტრში პირველად ინსპექ. ვერ წარადგენთ გაზის ბალონის ინსპექ. დოკუმენტს, პტი ცენტრში ტექინსპექტირებისას დაგიხარვეზდებათ ავტომობილი ამ კონკრეტულ კომპონენტზე და მოგეცემათ 30 კალენდარული დღე აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად

SRS - Supplementary Restraint System
უსაფრთხოების ბალიში (აირბეგი).
ESC – Electronic Stability Control

აუცილებელია ავტომობილის თითოეულ ღერძზე წარმოდგენილი იყოს იდენტური ნახატის მქონე საბურავები, ასევე ნახატის სიმაღლე არ უნდა იყოს 1,6 მმ-ზე ნაკლები. საბურავების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს. ასევე არ უნდა ქონდეს სხვადასხვა გარეგანი დაზიანებები რაც შესაძლებელია ჩაითვალოს საფრთხის შემცველად?